Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640532&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Panex
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება, მარკეტინგული მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;
** კომპანიის თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა; დასახული სტრატეგიის განხორციელება;
** სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** დასახული და განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ან/და რელევანტურ დარგში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 + წლიანი გამოცდილება
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** უცხო ენები: ინგლისურ; რუსული (აუცილებელი)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** თვითდისციპლინა, დროის მენეჯმენტი და სამუშაო ეთიკა
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები).
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/U9fvwWyd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია