Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ედვინგსი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სარეკლამო კომპანია "ედვინგსი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. #13 ნ
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება).
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე. (მინიმალური ანაზღაურება იწყება ხელზე ასაღები 1200 ლარიდან)

ძირითადი მოვალეობები: სარეკლამო და ბეჭდვითი პროდუქციის გრაფიკული დიზაინის აწყობა, სურათები დამუშავება, ლოგოტიპის შექმნა და კორექტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია დიზაინის მიმართულებით
** გამოცდილება დიზაინის მიმართულებით
** პროგრამები: Adobe Illustrator ან Corel Draw; Adobe Photoshop; InDesign

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი ხედვა და კრეატიულობა;
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და თქვენი პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: hr@adwings.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "გრაფიკული დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე