Робота для біженців з України
გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტრაკო ნუტრიშენი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
შპს "ინტრაკო ნუტრიშენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ინტრაკო ნუტრიშენი" ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი წამყვანი კომპანიაა საქართველოში.

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

სავალდებულო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა - სასურველია Photoshop.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** გამართული და სხარტი მეტყველება;
** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი.
** კადრი უნდა იყოს მოტივირებული, ენერგიული და გამოირჩეოდეს მაღალი პასუხისმგებლობით;

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** შეკვეთების მიღება და გაყიდვა როგორც ტელეფონით და ასევე სოციალური ქსელების საშუალებით;
** სოციალური ქსელების გვერდების მართვა - პოსტების დადება, რეკლამების გაშვება.
** ვებ-გვერდის მართვა - ახალი პროდუქტების საიტზე დამატება, საიტის ტექნიკური მხარის გამართულობაზე ზრუნვა.
** კომპანიის პროდუქტების ეტიკეტების მომზადება.
** პოსტების და საიტზე განსათავსებელი ფოტოების გრაფიკული დამუშავება.
** კომპანიის მაღაზიათა ქსელისთვის ბანერებისა და სტიკერების მომზადება. მათი ბრენდირება და ვიზუალური გაფორმება.
** სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება.

სამუშაო პირობები:

** ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე;
** ადგილმდებარეობა - ზემო თელეთი. ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე;
** ანაზღაურება - 1500 ლარი ფიქსირებული, ბონუსების ჩათვლით 2000 ლარამდე;
** სახელფასო ანაზღაურება გადაიხედება პერიოდულად;
** თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურებრივი ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@intraco.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322501503

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://www.intraco.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე