დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
** კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
** სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@omnia.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|