Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
მაღაზიათა ქსელი "ზღვა ლუდი" 20 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 16 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"ზღვა ლუდის" მომხმარებელს საკუთარი წარმოების, ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტული ლუდების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ყველა ფილიალში გარდა ლუდისა ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია: ჩიფსი, სნეკი, თევზისა და ხორცპროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

მაღაზიათა ქსელი "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცალო მომხმარებლებისთვის ლოიალობისა პროგრამების შემუშავება, განვითარება და მართვა, კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში.
** კომპანიის შიგნით დაკავშირებულ მხარეებთან/განყოფილებებთან (მარკეტინგი, IT, სოც.მედია, ქოლ-ცენტრი) თანამშრომლობა ლოიალურობის პროგრამის სათანადო დანერგვის უზრუნველსაყოფად.
** კონკურენტების სხვადასხვა ლოიალობის პროგრამების შესწავლა, უპირატესობების გამოვლენა;
** ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** შემუშავებული ლოიალობის სისტემის ადაპტაცია, თანამშრომელთათვის ახსნა, მომხმარებელთათვის აღნიშნული კამპანიების გაცნობა (PUSH/სმს) შეტყობინების, სოც.მედია არხების საშუალებით;
** შედეგების ანალიზი, დაგეგმილი პროექტების კორექტირება, პრეტენზიების, ხარვეზების შესწავლა.
** კომპანიის კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნა: პირდაპირი ფასდაკლება, ქულების დაგროვება, ქულების განაღდება;
** ლოიალობის სისტემაში ჩართვის სხვადასხვა ხერხების შემუშავება: ფილიალში ბარათის აღება, QR-კოდის მეშვეობით, სპეციალური რეფერალური ბმულების მეშვეობით და ა.შ.
** ლოიალობის სისტემის ბიუჯეტის განსაზღვრა;
** შექმნილი სპეციალური შეთავაზებების: სეტები, კალათები, აქციები - განზოგადება, ფილიალებში მოსულ მომხმარებელთათვის, მიწოდების (დელივერი) სერვისებისათვის;
** შექმნილი პაკეტების, აქციების სოც. მედიის მეშვეობით ინფორმირება;
** კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა, საუბარი ჩაითვლება უპირატესობად;
** სოც. მედიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ლოიალურობის პროგრამებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: staff@zgvaludi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე