დასახელება:
სერვისის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
I City
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია Apple-ის და Xiaomi-ის სერვის ცენტრი "xService - xსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი 10:00-19:00.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი - ნახევარი დღე.
** შესვენება: 1 საათი.
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** კორპორატიული დაზღვევა.
** მეგობრული გუნდი.
მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება და შემდგომი კომუნიკაცია;
** შესაკეთებელი, გასაცვლელი პროდუქციის მიღება, მომხმარებლის მიერ მითითებული პრობლემის აღნიშვნა და ამისათვის საჭირო დოკუმენტაციის შევსება (ე.წ. Service Card);
** მომხმარებლისგან მიღებული ტექნიკის ტექნიკოსისათვის დროულად გადაცემა;
** მიბარებული ტექნიკის კონტროლი და უსაფრთხოდ შენახვა;
** ტექნიკოსის მიერ მითითებული დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად აუცილებელი ნაწილების შეკვეთა.
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;
თვისებები:
** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
** აუცილებელი მოთხოვნა - მსგავს სფეროში გამოცდილება.
** გამართული მეტყველების უნარი.
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|