დასახელება:
სისტემური ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Rioni
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
საბროკერო კომპანია "რიონი" ეძებს სისტემურ ადმინისტრატორს.
სამუშაო საათები: 10:00-19:00, შაბათი-კვირა დასვენება
ანაზღაურება: 1300$ ხელზე ასაღები.
მოვალეობები:
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
** სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Windows და Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა რეზერვირების პრინციპების ცოდნა გამოცდილება;
** ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
** უსაფრთხოების ზომების განხორციელების, დაუცველობის შეფასების, წვდომის კონტროლის მართვისა და შესაბამის რეგულაციებისა და სტანდარტებთან, როგორიცაა GDPR ან HIPAA გამოცდილება;
ძირითადი ფუნქციები:?
** Windows და Linux სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
** Windows AD და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვა და ადმინისტრირება;
** Microsoft Exchange ელექტრონული ფოსტის სისტემის დანერგვა და ადმინისტრირება;
** სერვერული პლატფორმის ოპერაციული სისტემების და სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მართვა;
** სერვერული ინფრასტრუქტურის წარმადობის, დატვირთვის და რესურსების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** ფიზიკური სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების მართვა და ოპტიმიზაცია;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და სტანდარტების დაცვა, უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების და კონტროლების დანერგვა.
** 1С და Bitrix24 პროგრამების ცოდნა იქნება უპირატესობა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@rioni-capital.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|