Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640483&print=yes&view=jobs
 
წამყვანი სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წამყვანი სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: დომუს კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კონსტრუქციული და არქიტექტურული ნახაზების შედარება და მშენებლობის წარმოება მოცემული პროექტის მიხედვით, ლაფსუსის/ შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება, კონსტრუქტორებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია და ხარვეზის გამოსწორება;
** კომპლექსური ერთი ან ერთზე მეტი მშენებლობის პროცესის დაგეგმვა საძირკვლიდან ჩაბარების კონდიციამდე, შესასრულებელი სამუშაოების ეფექტიანი პრიორიტეტიზაცია, ორგანიზება და წარმოება უსაფრთხოების და ხარისხის მართვის პარამეტრების ზედმიწევნით დაცვით;
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** ახალგაზრდა ტალანტების მენტორობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** მშენებლობისთვის საჭირო მასალების, მომსახურებების, ინვენტარის შესყიდვის საჭიროების დროული ინიცირება;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი - სამშენებლო.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთი სამშენებლო პროექტის მართვის და წარმატებით დასრულების გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ქართული და ინგლისური (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები; AutoCAD, ArchiCAD ;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შედეგზე ორიენტირება, პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** გაურკვევლობებთან გამკლავება;
** ჯანსაღი გარემოს შექმნა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, განსხვავებული აზრების წახალისება, შეხედულებების ღიად გამოთქმა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 09/07/2024. გ16თხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია