Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640479&print=yes&view=jobs
 
აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - აღმზრდელი. ვეძებთ პრაქტიკოს პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან შეიტანონ წვლილი მომავალი აღმზრდელების სწავლება-განვითარებაში და გაუზიარონ თანამედროვე მიდგომები სკოლამდელი განათლების სფეროში.

სპეციალისტის მიერ სასწავლო პროცესში გაწვეული საქმიანობა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** გაცნობითი პრაქტიკა - სკოლამდელი აღზრდა და განათლება;
** პრაქტიკული პროექტი - სკოლამდელი აღზრდა და განათლება;
** შესავალი ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში;
** პროფესიული ეთიკა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** ბავშვის განვითარების თავისებურებები;
** ადრეული განათლების კურიკულუმები;
** დაკვირვება და შეფასება ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში;
** დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა ადრეულ ასაკში;
** ოჯახისა და თემის ჩართულობა;
** ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
** თანამედროვე გამოწვევები ადრეულ აღზრდასა და განათლებაში;
** საგანმანათლებლო გარემოს დაგეგმვა და მოწყობა;
** ფიზიკური და სენსორული განვითარების ხელშეწყობა;
** ადრეული განათლების მეთოდოლოგია;
** ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები;
** წიგნიერების განვითარება;
** სახვითი და ვიზუალური ხელოვნება;
** პერფორმანსული ხელოვნება;
** მათემატიკური წარმოდგენების განვითარება;
** კვლევა და აღმოჩენა;
** კულტურა, ტრადიცია და მოქალაქეობა;
** ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ ასაკში;
** მუსიკა და მოძრაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი განათლების ან საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პროფესიული ინფორმაციის მკაფიოდ გადმოცემის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე მქონე პირებს.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი

გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია