Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640472&print=yes&view=jobs
 
ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას. ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort 9, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და გამორჩეული პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვა და განვითარება.

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება 4-თვიანი პრაქტიკული და თეორიული მოდულისგან, მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.
** მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას.
** თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას.
** მრავალფეროვნების, თანასწორუფლებიანობის და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურის გაცნობის შესაძლებლობას.
** სტაჟირების სტიპენდიას.
** სიცოცხლის დაზღვევას.
** ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერს.
** საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში.
** Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკურ - საინჟინრო (STEM) ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. ტექნიკური მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. გარდა ამისა, მზად ვართ განვიხილოთ გამოცდილი კანდიდატებიც და შევთავაზოთ შესაბამისი პირობები სტაჟირების ფარგლებს მიღმა.
** დამატებით, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალების დასაქმების ხელშეწყობას თანაბარი შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ტექნიკური მიმართულების გამოცდილება.
** ტექნიკური განათლება.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
** განიხილებიან ელექტროინჟინრები, მექანიკოსები, დურგლები, შემდუღებლები, კომპიუტერული მეცნიერების, საზღვაო ინჟინერიისა და ნავიგაციის კურსდამთავრებულები.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა.
** კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა.

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

** სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება.
** შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ლოგიკური აზროვნების ინდექსი & ინგლისური ენის ტესტი.
** ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრებები.

ლოკაცია: ქალაქი ფოთი

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.apmterminals.com

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება და დამატებით შეგროვდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ზოგადად ან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია