დასახელება:
STEAM მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
თბილისის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" — მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობს თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ისწრაფვის ინოვაციური, მომავლისთვის მზად მყოფი თაობის აღზრდისკენ.
სწორედ ამ მიზნების მიღწევის ფარგლებში, სკოლა აცხადებს ვაკანსიას STEAM მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** STEAM საგნებთან დაკავშირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება.
** ინტერდისციპლინარული პროექტების შექმნა და მართვა.
** მოსწავლეებისთვის ინოვაციური და პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა.
** მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
** სწავლების პროცესში ტექნოლოგიური და ციფრული ხელსაწყოების გამოყენება
** მუდმივი პროფესიული განვითარება, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესწავლა.
** სკოლასთან/დაწესებულებასთან თანამშრომლობა STEAM აქტივობების ორგანიზებასა და კოორდინაციაში.
** მონაწილეობა სკოლის პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, განათლების მეცნიერებების ან ხელოვნების მიმართულებით).
** STEAM სწავლების პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
** ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
** კრეატიულობა, ინოვაციური მიდგომა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებთან მუშაობის უნარი.
მისამართი: დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქ.10.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, სოფელი
ზურგოვანით, თავისუფლების ქუჩა #10.
საკონტაქტო ნომერი: + (995) 591 43 77 99; 568 611 511.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@tis.edu.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|