დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ტიფლის პალასი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს "გლორია" რესტორან "ტიფლის ვერანდისთვის" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა : ქ.თბილისი გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური და რუსული
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებით უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** სოციალური მედიის მართვა და კონტენტის შექმნა
** მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი
** კამპანიების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი
** ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტების ანალიზი
** ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და PR აქტივობების ორგანიზება
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგისა და გაყიდვების მიზნების სინქრონიზაციისთვის
** თანამშრომლობა გარე სააგენტოებთან, დიზაინერებთან, კოპირაიტერებთან და სხვა მომწოდებლებთან
** მომხმარებელთა კავშირის არხების განვითარება და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი
მოთხოვნები:
** მინ. 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
** განათლება კულინარიის სფეროში (სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესად);
** სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური უნარები
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება,
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 9 ივლისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@grandgloria.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "მარკეტინგის მენეჯერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "გლორია"-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 404379338; საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 02 45; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 3; ელ. ფოსტა: reservation@tiflispalace.ge) (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით.
|
|
|
|