დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
Mosaics
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია "Mosaics" არის ევროპული პრემიუმ ბრენდების შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობი მასალების ფართო ასორტიმენტს (კერამიკული ფილა, სანტექნიკა, პარკეტი, რადიატორები და სხვა).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სამუშაო საათები 10:00-19:00, სამუშაო დღეები 5-6 დღე კვირაში,
ანაზღაურება: 1500 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაოს აღწერილობა:
** შეკვეთილი პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** შიდა გადაზიდვების შემთხვევაში პროცესში მონაწილეობა;
** ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, კანონმდებლობის დაცვით.
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
** ავტო-ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B, კატეგორია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hello@mosaics.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|