Робота для біженців з України
კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია ბაუმერი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული.

ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
** ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** სამშენებლო სექტორის/პროექტების აქტიური მონიტორინგი — ტენდერები, კერძო პროექტები, დეველოპერები, საინვესტიციო ფონდები
** პოტენციური დამკვეთების იდენტიფიკაცია და ბაზის მუდმივი განახლება
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების მომზადება და კომერციული წინადადებების წარდგენა
** მოლაპარაკებების წარმართვა ფასებზე, ვადებზე, კომერციულ პირობებზე
** პროექტების ტექნიკური დეტალების განხილვა ტექნიკურ და შესყიდვების დეპარტამენტებთან
** საბოლოო კომერციული შეთავაზების მომზადება, დამოწმება და წარდგენა კლიენტისთვის
** მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებების და თანდართული დოკუმენტების შეთანხმება
** KPI-ს მონიტორინგი და შესრულება
** ყოველდღიური განახლებები CRM სისტემაში (Salesforce)
** ყოველკვირეული რეპორტინგი კომერციულ დირექტორთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, სამშენებლო- საინჟინრო ან ეკონომიკა/ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება B2B მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (სასურველია)

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაციის უნარები;
** სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
** ორგანიზებულობა და პროცესების მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციის და სტრესის მართვის უნარი;
** ტექნიკური ინტერესი და სწავლის მზაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00)
მივლინების სიხშირე: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში 5 დღე კვარტალში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე