დასახელება:
უფროსი ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ექსპრეს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ოპერატორის პოზიციაზე.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 100-მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თ.ერისთავის ჩიხი (დიდუბე)
** სახელფასო რეინჯი: 1600 (ნეტ)
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, თვეში ორი შაბათი 10:00-14:00
ძირითადი მოვალეობები:
** ყველა სავაჭრო ობიექტისთვის შესასყიდი და გასაყიდი პროდუქციის ფასების ცვლილების პროგრამული ასახვა;
** მომწოდებლის მიერ ატვირთული ზედნადების კონტროლი, კოდების, ფასების, დასახელებების, რაოდენობის და ყველა წვრილმანის დეტალურად გავლა
** არასწორად გაყიდული პროდუქციის მონიტორინგი და გასწორება
** RS-ზე საბუთების ატვირთვა (შიდა გადაზიდვა) და კონტროლი;
** აყვანილი საბუთების გადამოწმება (ჩაშლები), კორექტირება და საჭიროებისამებრ წაშლა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შესრულებული საქმის მუდმივი კონტროლი;
** მომწოდებლის მიერ უკან დაბრუნებული ზედნადებების კონტროლი
** ბაზაში ნომენკლატურის რეგისტრირება/დაბლოკვა
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა apex-ის პროგრამის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას
** სტაბილურ და მართლა მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით: 577 23 97 66 (10:00 დან 18:00-მდე)
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი ოპერატორი
შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|