Робота для біженців з України
ტიკ-ტოკ კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტიკ-ტოკ კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"Lion Group" არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც 17 წელია წარმატებით მართავს ლოგისტიკისა და ავტომობილების იმპორტის ბიზნესს საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე.

"Lion Group"-ის ჰოლდინგში შემავალი კომპანია "Lion Trans" აცხადებს ვაკანსიას ტიკ-ტოკ კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში, ან ჰიბრიდული
ანაზღაურება: ფიქსირებული

აუცილებელი უნარები და ცოდნა:

** კრეატიულობა და ნარატივის შექმნის უნარი
** სწრაფი ვიდეომონტაჟის ცოდნა (CapCut, InShot, Adobe Premiere, Canva, ა.შ.)
** ტრენდების ანალიზის და ადაპტაციის უნარი
** ძირითადი მარკეტინგული პრინციპების ცოდნა
** საკუთარი დროის და პროექტების მართვის უნარი
** ინგლისურის ცოდნა - სასურველია, გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებისთვის

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტის სტრატეგიის შემუშავება: TikTok-ის ტენდენციების მონიტორინგი და მათი ადაპტაცია ბრენდის მიზნებთან, ვიდეოების გეგმის (content calendar) შედგენა.
** ვიდეოების შექმნა: სცენარების დაწერა და დაგეგმვა. გადაღება, მონტაჟი და აუდიო-ვიზუალური ეფექტების დამატება (მობილური ან პროფესიონალური ხელსაწყოებით).
** ბრენდის სტილის დაცვა: ბრენდის ტონის, ვიზუალური იდენტობისა და გზავნილების ერთგულად გადმოცემა.
** პლატფორმის ანალიტიკა: TikTok Insights-ის ან სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ვიდეოების ეფექტიანობის შეფასება.
** კოოპერაცია გუნდის/კლიენტის/ინფლუენსერებთან: საჭიროებისამებრ თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან, დიზაინერებთან, ან სხვა კრეატორებთან.
** ტენდენციების მუდმივი სწავლა: პლატფორმის ალგორითმების ცვლილებების თვალყურის დევნება. ახალი კონტენტის ფორმატების (challenges, sounds, filters) სწრაფი ათვისება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე a.kankia@liongroup.com.ge და გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება

"ლაიონ ტრანსი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"ლაიონ ტრანსი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასუს მოტორსი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე