Робота для біженців з України
სტაჟირება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით.

მდებარეობა: ქ. თბილისი, თ. იოსებიძის ქუჩა #49
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
გრაფიკი: სრული განაკვეთი/მოქნილი
ანაზღაურება: 500 ლარი

რას მიიღებ სტაჟირების განმავლობაში:

** გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში;
** უშუალო ურთიერთობა ფინანსურ გუნდთან და ანალიტიკოსებთან;
** განვითარება მონაცემთა ანალიზის, ანგარიშგებისა და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით;
** პრაქტიკული უნარების გაღრმავება Excel-ში;
** პროფესიული კარიერის დასაწყებად მყარი საფუძველი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
** ანალიტიკური გუნდისთვის მხარდაჭერის გაწევა მიმდინარე პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება ან მონათესავე სფერო)
** Excel-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს თანამშრომლობა კომპანიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 9 ივლისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე