დასახელება:
მოლარე-ანიმატორი საბავშვო ბატუტის ზონაში
|
მომწოდებელი:
Hopihop
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
კომპანია "Hopihop" გთავაზობთ დასაქმებას მოლარე-ანიმატორის პოზიციაზე საბავშვო ბატუტის ზონაში.
** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 6 საათი, შაბათ-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
** ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარზე მეტი (ფიქსირებული + საბონუსე სისტემის ჩათვლით).
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა ხტუნაობის პროცესში, ბავშვებისთვის პოზიტიური და მხიარული განწყობის შექმნა;
** პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი.
მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ანიმატორი საბავშვო ბატუტის ზონაში".
|
|
|
|