Робота для біженців з України
სასტუმროს რეგისტრატორი - ნუნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნუნისი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
ბალნეოლოგიური კურორტი "ნუნისი" მდებარეობს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ნუნისთან და ხარაგაულის ტყეპარკთან 1 კმ-ში. იგი განთქმულია სამკურნალო წყლის აბაზანებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

2002 წლიდან ბალნეოლოგიურმა კურორტმა ახალი სახე შეიძინა, კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

იმედია "ნუნისი" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

სასტუმრო 2025 წლის საზაფხულო სეზონისათვის-15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე აცხადებს ვაკანსიებს.

თანამდებობა: სასტუმროს რეგისტრატორი

ანგარიშვალდებულია: სასტუმროს დირექტორთან

სამუშაო ადგილი: კურორტი ნუნისი

ჩვენი შემოთავაზებაა:

** შესანიშნავი ბუნება და ჰავა
** კომფორტული საცხოვრებელი /სამჯერადი კვება სასტუმრო კომპლექსში
** სახელფასო სარგო: 600 ლარი ხელზე + ბონუსი
** სამუშაო დრო 10:00-19:00 შესვენება 1 სთ
** დასვენების დღეები შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსება
** ანგარიშსწორების და სტუმრის დოკუმენტაციის წარმოება სტუმრების რეგისტრაცია და მიმართულების მიცემა
** შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი გაცემა
** სასტუმროს სერვისებზე და ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრების მონაცემების შემოწმება
** მძღოლისთვის სტუმრების დახვედრა-გაცილების განრიგის დროულად მიცემა
** სტუმრების გასვლა-შემოსვლის განრიგის აღრიცხვა და მონიტორინგი
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი
** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე
** დამლაგებლების ინფორმირება სტუმრების გასვლა-შემოსვლის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროში მიღებული 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეს
** საოფისე პროგრამების/ ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მოსმენის უნარი
** დარწმუნების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: nunisi2002@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს რეგისტრატორი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 ივნისი. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება ონლაინ ან პირადი შეხვედრა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე