Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Brix Estate
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"Brix Estate - ბრიქს ესთეით" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გსურს აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები და განვითარდე უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომუნიკაცია და მოლაპარაკება პოტენციურ მომხმარებლებთან
** არსებული კლიენტებისთვის, შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება
** შეხვედრების ორგანიზება
** Excel -ში მონაცემების დამუშავება
** რეპორტინგი

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მეგობრულ გარემოს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კორპორატიულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს
** თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
** ტრენინგებსა და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის შესაძლებლობას

საშუალო ანაზღაურება - 2000 ლარი

მოთხოვნები:

** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება პრიორიტეტად
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

ჩვენი ოფისის მდებარეობა - თბილისი, ი.აბაშიძის ქუჩა 35

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტზე: brixestate1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე