Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პროფილის სახლი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
კომპანია "პროფილის სახლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე

მისამართი: ქალაქი თბილისი, ელიავას სავაჭრო ტერიტორია, სანაპიროდან 1 რიგი, მაღაზია 12, კოსმონავტების 25

მაღაზიაში ხდება ემდეეფის, პლასტმასის პლინტუსებისა და პროფილების რეალიზება.

გვესაჭიროება თანამშრომელი, რომელიც შემოუერთდება "პროფილის სახლის" საიმედო ჯგუფს!

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ანაზღაურება თვეში: 1500-1700 ლარი (ხელზე)

პირობების და დასვენების დღეების შეთანხმება ხდება მენეჯერთან, შრომითი უფლებების კოდექსის გათვალისწინებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სანდო გარემოს;
** პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობებს.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და განლაგება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული ნივთის გატარება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პატიოსნების მაღალი კომპეტენცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: contact@profili.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 336 344 ან 555 45 97 58

პროფილის სახლის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე: https://profili.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე