Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640226&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: 2800 (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების გარეშე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ტენდერების ჩატარება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესყიდვების ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია