დასახელება:
გრაფიკოს დიზაინერი - Mid-level
|
მომწოდებელი:
Hilbert
|
გამოქვეყნდა: 07 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
640204_Copywriter_1711994.zip
|
"Hilbert" - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების სრულ სპექტრს და ბიზნესებს პარტნიორობას ვთავაზობთ მათი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, "Hilbert"-ში სამუშაო პროცესიც მრავალფეროვანი და დინამიკურია.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ Mid-level გრაფიკოს დიზაინერს, რომელიც მზად არის პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილებისთვის.
როგორც mid-level გრაფიკოს დიზაინერს, შენი ფუნქცია იქნება ბრენდის ისტორიის ვიზუალური გადმოცემა. მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნები კრეატიული კონცეფციების შემუშავებასა და აღსრულებაში, როგორც საბეჭდ ისე ციფრულ არხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს საქმე, იყო შედეგზე ორიენტირებული და მუდმივად ეძებდე ახალ და განსხვავებულ ხედვებს.
რატომ "Hilbert":
** მივესალმებით ინიციატიურობას
** კრეატიულ თავისუფლებას განიჭებთ - შენი იდეები რეალურ პროდუქტად იქცევა;
** აქ შენი პროფესიული განვითარება მუდმივ პროცესად იქცევა
** ჩვენი შეკრული გუნდით ერთიან ღირებულებას ვქმნით
შენი ძირითადი ამოცანები იქნება:
** ბრენდთან რელევანტური ვიზუალური კონცეფციების შექმნა
** სტილისტურად თანმიმდევრული და კრეატიული ვიზუალური მასალის შექმნა
** ბრენდბუქებზე, პრეზენტაციებსა და საბეჭდ მასალებზე დამოუკიდებლად მუშაობა
** სოციალური მედიის პოსტების დიზაინის შექმნა
რას ველით შენგან:
** პასუხისმგებლობასა და დროის მართვის უნარს
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს
** კრეატიულობას და ინიციატიურობას
** Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის კარგად ცოდნას
** ფერთა პალიტრისა და კომპოზიციის ძლიერ ხედვას
** ინგლისური ენის ცოდნას საშუალო ან მაღალ დონეზე
** ხატვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** მრავალფეროვან პროექტებს სხვადასხვა სექტორიდან
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნო პორტფოლიო და მოკლე ინფორმაცია შენ შესახებ ელფოსტაზე: info@hilbert.ge
გამოგზავნისას მიუთითე პოზიციის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი - Mid-level" სათაურის ველში.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 07.06.2025
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებგვერდს: https://www.hilbert.ge
შენიშვნა:
პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|