Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640205&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი - Junior
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი - Junior
მომწოდებელი: Hilbert
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
თანდართული ფაილი: 640204_Copywriter_1711994.zip
"Hilbert" - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების სრულ სპექტრს და ბიზნესებს პარტნიორობას ვთავაზობთ მათი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, "Hilbert"-ში სამუშაო პროცესიც მრავალფეროვანი და დინამიკურია.

"Hilbert"-ის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ Junior გრაფიკოს დიზაინერს, რომელიც მზად არის პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილებისთვის.

შენი ძირითადი ამოცანები იქნება:

** ვიზუალური კონცეფციების შექმნაში მონაწილეობა
** სოციალური მედიის პოსტების დიზაინის შექმნა
** ბრენდბუქებზე, პრეზენტაციებსა და საბეჭდ მასალებზე მუშაობა

რას ველით შენგან:

** პასუხისმგებლობასა და დროის მართვის უნარს
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს
** Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის კარგად ცოდნას
** მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას დიზაინის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნას საშუალო ან მაღალ დონეზე
** ხატვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებაში ჩვენი გუნდი შეგიწყობს ხელს
** მრავალფეროვან პროექტებს სხვადასხვა სექტორიდან
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურებას 1000 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად, ზრდის პერსპექტივით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნო პორტფოლიო და მოკლე ინფორმაცია შენ შესახებ ელფოსტაზე: info@hilbert.ge

გამოგზავნისას მიუთითე პოზიციის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი - Junior" სათაურის ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 07.06.2025

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებგვერდს: https://www.hilbert.ge

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია