Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640195&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის დიასახლისი
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel, Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure" და "Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დიასახლისის პოზიციაზე.

"Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure" და "Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ნომრების არსებული სტანდარტების შესაბამისად დალაგება;
** სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში სტუმრისთვის დახმარების გაწევა;
** სასტუმროს საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა.

სამუშაო განრიგი: 22:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე
მისამართი: პეტრე მელიქიშვილის გამზირი #10

რა დაგხვდებათ ჩვენთან: კვება, დაზღვევა, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/06/2025

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია