Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: კონცეპტ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "კონცეპტ ქონსტრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მზა პროექტის ხარჯთაღრიცხვის გაცნობა და შესყიდვების დეპარტამენტისთვის შესასყიდი მასალის მოცულობის მიწოდება; (ერთჯერადად)
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება პროექტის მენეჯერთან ერთად;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი; პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
** სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;-შესრულებული სამუშაოების შეფასება და მიღება-ჩაბარება. მოცულობების აღწერა და მიწოდება პროექტის მენეჯერისთვის;
** დასრულებულ ობიექტზე შესყიდული მასალების ნაშთის აღწერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით;
** სასურველია ინგლისური, თურქული ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office).
** ტექნიკური განათლება აუცილებელია.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

სტაჟირების ვაკანსიაზე განიხილება ყველა კანდიდატი, მათ შორის მოქმედი სტუდენტებიც.
სასურველია, აპლიკანტი სწავლობდეს ან ჰქონდეს გამოცდილება სამშენებლო-საინჟინრო სფეროში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@construction.ge 2025 წლის 30 ივნისამდე

საკონტაქტო ინფორმაცია - 568 41 25 64
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე