Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640187&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ტიფლისი ნატახტარში
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
რესტორანი "ტიფლისი ნატახტარში" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ნატახტარის 1-ელი კმ.
საკონტაქტო: 593 59 59 99

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების დროული მიღება და მოწოდება სტუმრებისთვის;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება;
** ჩეკების მომზადება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებების დროს სტუმართა მომსახურება;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უცხო ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე).

ჩვენ გთავაზობთ:

** მყუდრო სამუშაო გარემოს და შეკრულ, მეგობრულ გუნდს;
** საღამოს ტრანსპორტირებას;
** კვებას სამუშაო საათებში;
** თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 70 ლარი დღიურად + პროცენტი/ჩაი;
** ცვალებად სამუშაო გრაფიკს.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 59 59 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია