Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლიუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
გრაფიკი: 8, 16 და 24 სთ მორიგეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შესაბამისად;
** პროფესიული საქმიანობისას, ქვეყანაში და კომპანიაში აღიარებული სამედიცინო მომსახურებისა და ეთიკური წესების მაღალი სტანდარტებით დაცვის უზრუნველყოფა;
** პაციენტზე ორიენტირებული უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე ზრუნვა;
** სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა/აღსრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 06 ივლისი 2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: iashvilicareer@vian.health

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე