Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640136&print=yes&view=jobs
 
ქუთაისის იუსტიციის სახლის სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის იუსტიციის სახლის სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის იუსტიციის სახლი
სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის
თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.

სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
სამუშაო დღეები: ორშაბათი პარასკევი;
დასვენების დღე: შაბათი და კვირა;
ანაზღაურება დარიცხული 950 ლარიდან ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 30 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია