Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640088&print=yes&view=jobs
 
ცვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი ლიტერა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ივანე მაჩაბლის 13
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

მოთხოვნები:

** რესტორნის ორგანიზაციული სტრუქტურის და საოპერაციო პროცესების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ფინანსური განყოფილების მიერ მიწოდებული გეგმის შესასრულებლად ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება -პერსონალის მოტივირება, სერვისის გაუმჯობესება, სამზარეულოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების პროცესის კონტროლი.
** შრომის უსაფრთხოების, ხარისხის, ჰიგიენის და მომსახურების და სხვა დადგენილი სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა;
** HR დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა საკადრო ცვლილებების, თანამშრომელთა ნამუშევარი დროის მიწოდების და სხვა მიზნით,
** საკვები, სახარჯი, სამეურნეო და სხვა საშუალებების მარაგების კონტროლი და შესყიდვის მენეჯერთან კომუნიკაცია.
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: nanukialania1@mail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია