Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640077&print=yes&view=jobs
 
ჯუნიორ პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ვინ ვართ ჩვენ?

"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge/

ვის ვეძებთ?

ჯუნიორ პროექტ მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება კომპანიის შიდა საორგანიზაციო პროექტების მართვა.

რა დაგევალებათ?

** პროექტის ამოცანების დადგენა, ეტაპების განსაზღვრა, პრიორიტეტიზაცია;
** დავალებების შესრულების მონიტორინგი, შემსრულებლების მუშაობის კოორდინაცია;
** პროექტების ფარგლებში დოკუმენტაციისა და მასალების მომზადების კოორდინაცია;
** სამუშაო ჯგუფების შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ პროექტების მართვის გამოცდილება ან მონაწილეობა მიგიღიათ პროექტის მართვაში;
** იცნობთ პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს;
** ფლობთ პროექტის მართვის ტექნიკებს;
** ხართ აქტიური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება;
** ხართ მომთხოვნი და თქვენთვის მნიშვნელოვანია ვადების დაცვა;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; (მის: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4)
** კარგად ფლობთ MS Office-ს (უპირატესობა მიენიჭება MS Excel, MS Project)
** სასაუბრო დონეზე ფლობთ ინგლისურ ან რუსულ ენას

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 1800-2300 ლარამდე დიაპაზონში
** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიულ ნომერს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული ჩვენი თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 06/07/2025

ელ.ფოსტა: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს სს "ქებული კლიმატის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია