Робота для біженців з України
დღის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ზემელი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"DNT Group"-ის ქვეშ არსებული ორი სასტუმრო აცხადებს დღის ცვლის ადმინისტრატორის ვაკანსიას.

სასტუმროები: I. სასტუმრო გლადიუს ინი (Hotel Gladius Inn) (-მის: დ. აღმაშენებლის გამზ. 142)
II. სასტუმრო ზემელი (Hotel Zemeli) - მის: მ. კოსტავას 15
სამუშაო გრაფიკი: ორივე სასტუმროში ერთად კვირაში 4 დღე
სამუშაო საათები: I ლოკაცია - სასტუმრო გლადიუს ინი - 10:00-18:00
II ლოკაცია - სასტუმრო ზემელი - 09:00-19:00
ვეძებთ ისეთ დღის ცვლის ადმინისტრატორს, რომელიც კვირაში 4 დღე იმუშავებს ორივე ლოკაციაზე - კვირაში ორი დღე - სასტუმრო გლადიუს ინნ-ში / კვირაში ორი დღე - სასტუმრო ზემელში

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 142 + თბილისი, კოსტავას 15

ვალდებულებები:

** სტუმრების რეგისტრაცია პროგრამაში
** ინვოისების გამზადება
** საბუთების ორგანიზება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა

უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV რომელიმე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართებზე: Gladiusinnhotel@gmail.com/zemeliboutiquehotel@gmail.com

ან დაგვირეკეთ: 595 36 09 06

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე