Робота для біженців з України
ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელ.უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
** პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საწარმოში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე მუდმივი კონტროლი.
** ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი და ანალიზი.
** ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
** ობიექტებისა და ელექტრო მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, შრომის, სამრეწველო, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოვლენა.
** გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მონიტორინგი და კონტროლი.
** საზოგადოების ელექტროქსელში მომუშავე ბრიგადების შემოწმება.
** სამუშაო პროცესში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, ამწე მექანიზმების, დამცავი საშუალებების, სამუშაო იარაღებისა და მოწყობილობების სწორად გამოყენებაზე კონტროლი.
** წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევაში მონაწილეობა.
** მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე