Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640066&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე დღის ცვლაში

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე, 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 850 ლარი (ხელზე ასაღები ანაზღაურება) + ბონუსები
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 და 90 ნომრებში (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი სამუშაო:

** საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, განთავსება.
** პროდუქციის გამოტანა/შევსება სავაჭრო დარბაზში, საჭიროების შემთხვევაში.
** საწყობში, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა.
** ჩართულობა პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში. (ინვენტარიზატორების დახმარება)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** პროდუქციის საკუთარ სექციაში თაროებზე დროული განლაგება.
** საჭიროების შემთხვევაში საკუთარ სექციის პროდუქციის დარბაზში გამოტანა.
** მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/შეთავაზება საკუთარ სექციაში
** წარმოდგენილი პროდუქციის ფასის სისწორის დაცვა/მომხმარებლისათვის გაცნობა
** საკუთარ თაროებზე განთავსებული პროდუქციის ვადების ყოველდღიური შემოწმება.
** მომხმარებლის დახმარება პროდუქციის არჩევაში/ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება (არ გვაქვს რაც სურს მაგრამ ვთავაზობთ სხვას იდენტურ პროდუქციას.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება სასურველია (თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია მოგვწერეთ ელფოსტაზე: hr@natural.com.ge ან ესემეს შეტყობინებით სახელი გვარი, ტელ ნომერი, სასურველი პოზიცია "მაგ-კონსულტანტი" და ჩვენ დაგიკავშირდებით ან დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ გასაუბრებაზე 599405116

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 05 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია