Робота для біженців з України
ცვლის მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მექანიკოსი
მომწოდებელი: თბილისი დრაი პორტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ ადგილებს ცვლის მექანიკოსის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ ცვლის მექანიკოსს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში.

ცვლის მექანიკოსად მუშაობისას თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული მანქანა-დანადგარების უსაფრთხო და გამართულ მუშაობაზე.

დეპარტამენტის შესახებ:

ცვლის მექანიკოსი ექვემდებარება უფროს ტექნიკოს-მექანიკოსს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ცვლის ელექტრიკოსებთან.

გამოცდილება და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
** ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ტექნიკური განათლება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტერმინალზე არსებული ამწე მექანიზმების გადასატვირთი მოწყობილობების, ტვირთდამჭერი მოწყობილობების, დიზელ გენერატორების სხვა მოწყობილობების მექანიკური ნაწილის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაობის წარმოების უზრუნველყოფა.
** ამწე მექანიზმების, გადასატვირთი მოწყობილობების და სხვა მექანიზმების სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვაზე კონტროლი.
** მექანიზმების მუშაობის პროცესში დაზიანების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
** მექანიზმების ტექნიკური მომსახურების წარმოება გრაფიკის მიხედვით.
** მოწყობილობების დაზეთვა შესაბამისი ხარისხის საპოხით.
** სარემონტო ვადების დაცვა და სამუშაოების ხარისხიანი შესრულება.
** დიზელ გენერატორების გაშვება, საწვავით და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა.
** ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები*, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

სამუშაო ადგილი: აფრიკის დასახლება, თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: 4 ცვლიანი გრაფიკი, 12 საათიანი სამუშაო ცვლა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 05 ივლისი

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე