Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640055&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო New Wave
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave"-ის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო კოპლექსების ქსელი New Wave მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.

გთავაზობთ კეთილგანწყობილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილებას. თუ ხართ ენერგიული, მიზანდასახული ადამიანი და გიყვართ კომუნიკაცია, გიწვევთ ჩვენს მეგობრულ გუნდში.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება სისტემაში;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; შესვენება: 1სთ.
** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს.

სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია