Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

"ავტობანი" წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით;
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების შეთანხმება;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და პირობების შეთავაზება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ანგარიშსწორების სრული ციკლის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქონლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უძრავი ქონებით;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B/C კატეგორია (მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მიიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;

პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე