Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640030&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჩაჩავას კლინიკა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"ჩაჩავა"-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

"ჩაჩავა"-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავება;
** საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა;
** სასაქონლო - მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება და შესაბამისი აქტის შედგენა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთშედარება, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შესაბამისი აქტის შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში დეკლარირების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: (ეკონომიკური/ფინანსური მიმართულება);
** იგივე პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და
თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge

პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში
გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ
შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით
(შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე
თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი
დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის
პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ
შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური
მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით
წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს,
შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე
აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე
თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც
ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია