Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640009&print=yes&view=jobs
 
სერვის ცენტრის სარეზერვო მოლარე-ოპერატორი - ნინოწმინდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ნინოწმინდის სერვის ცენტრის სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ა (ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. http://www.tpl.ge

მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პოლისების რეალიზაცია;
** ყოველდღიური შემოვალ-გასავლის ორდერის/საოპერაციო დღიური საბუთების ორგანიზება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** ოპერაციების პროგრამული შესრულება;
** თანხის ინკასაცია;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩატარებული ოპერაციების შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** სალაროს აპარატის Z ანგარიშების შესაბამისობის შემოწმება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმიანობის შესრულება.

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

** გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შეფერხებების მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება: სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ენები: აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** უნარ-ჩვევები: Microsoft Office;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ახალციხის რაიონი, ქალაქი ნინოწმინდა;
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი (10:00-10:00) 4 დღეში ერთხელ;
თვის ჯამური ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია, საანგარიშო თვის მანძილზე ნამუშევარი ცვლების რაოდენობაზე. სარეზერვო მოლარე-ოპერატორის ცვლაში გამოძახება ხდება, წინასწარ შეთანხმებული განრიგის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სარეზერვო მოლარე-ოპერატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.
ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრი" კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@tpl.ge

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა (ა)იპ "სავალდებულო დაზღვევის ცენტრის" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია