Робота для біженців з України
ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკომპენსაციო და ადმინისტრაციული ტიპის ბრძანებების მომზადების მხარდაჭერა (ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტი, ბიულეტენი, პოზიციისა და ხელფასის ცვლილებებზე შეთანხმების ხელშეკრულების მომზადება);
** ახალი თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების მომზადება/გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება/შეცვლა;
** თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა;
** თანამშრომლებისთვის ცნობის/რეკომენდაციის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** პსპ ფარმას თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების/ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე ერთ წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის და შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 ივნისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე