Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ლიგალ ელიტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
იურიდიული საკონსულტაციო კომპანია "ლიგალ ელიტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა (ი.გ იურისტად და არა სტაჟიორად მუშაობის გამოცდილება).
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legaleliteinfo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე