Робота для біженців з України
PR სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სოციალური მედიის მენეჯერის (უფროსი სპეციალისტის) ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უნივერსიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა გუნდთან კოორდინირებით;
** სოციალურ მედიაარხებზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრა სოციალური არხების სპეციფიკაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნება და მონიტორინგი;
** ორგანიზაციის სოციალური ქსელების რეპუტაციაზე ზრუნვა;
** მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა;
** სოციალური ქსელების, Live-ტრანსლაციებისა და ონლაინშეხვედრებისთვის ბმულების გენერირება;
** სარეკლამო სტრატეგიის განსაზღვრა და შესრულება ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმისთვის (Meta Ads Manager);
** სოციალური მედიის არხების კვარტალური რეპორტინგი და ანალიტიკა. მონაცემთა შეგროვება, ინტერპრეტაცია და კომუნიკაცია Google Analytics-ის, Meta Insights-ისა და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით;
** რეპორტინგის საფუძველზე შედეგების შეფასება და შემდგომი სტრატეგიული ცვლილებების რეკომენდაცია/განხორციელება;
** პიარაქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის არხების მართვის გამოცდილება (Facebook, Instagram, linkedin);
** გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობით ვიზუალური მასალების მომზადებისა და კონტროლის გამოცდილება;
** Meta Ads Manager;
** Meta Business Suite;
** Google Analytics;
** Meta Insights, LinkedIn Analytics;
** SEO-ის საბაზისო ცოდნა;
** Live-ტრანსლაციებისა და ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერის უნარი (Zoom, Google meets);
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

ქცევითი კომპეტენციები:

** კრეატიულობა;
** ინოვაციურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ასევე ზეპირი;
** ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის განაწილებისა და სწორად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა);
ანაზღაურება: 1913 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 18 ივნისის ჩათვლით თქვენი CV (მიუთითეთ ასევე სოციალური მედიის არხის/არხების მართვის ამსახველი ბმული) გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი").
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით. მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება.

რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე