Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639938&print=yes&view=jobs
 
მისაბმელიანი ტრაილერის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მისაბმელიანი ტრაილერის მძღოლი
მომწოდებელი: აი ელ სი ლიმითედ
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
ლოჯისტიკური კომპანია "აი ელ სი ლიმითედ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მისაბმელიანი ტრაილერის მძღოლი - თურქეთი-საქართველოს მარშრუტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის ან პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე სამარშრუტო განრიგის შესაბამისად;
** მანქანის პროდუქციით დატვირთვაზე დასწრება;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ჰიგიენის კონტროლი.

ანაზღაურების პირობები:

** კილომეტრზე- 0.15$
** კვება- დღეში 15$
** თვეში მინიმუმ 3 რეისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CE კატეგორიის მართვის მოწმობა
** ტრაილერის მართვის 2+ წლიანი გამოცდილება
** სასურველია უცხო ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირება
** პუნქტუალურობა
** დისციპლინა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ტრაილერის მძღოლი".

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. აი ელ სი ლიმითედ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია