Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639932&print=yes&view=jobs
 
შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი ქართული სახლი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
რესტორანი "ქართული სახლი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** რესტორნის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი;
** არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@georgian-house.ge
მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია