Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერიის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

კომპანია "აუგუსტ ბეიქერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი
** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, შეკვეთის გაკეთება/პროდუქციის მიღება, სალარო ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა
** უსაფრთხოების წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგი
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
** ინვენტარიზაციის (გეგმიური და საჭიროების შემთხვევაში) პროცესის მართვა
** ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა
** დაქვემდებარებულების მოტივაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; იდენტურ სფეროში (კვების ობიექტი, გაყიდვები)
** სავალდებულოა კვების ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა, HACCP სტანდარტები
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (ვერბალური კომუნიკაციისთვის)
** აუცილებელია, Microsoft Office-ს, კონკრეტულად EXCEL-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის უნარი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:00-17:00 საათი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** Fit pass
** სამოტივაციო წახალისებებს

მდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 04.07.2025-მდე ელ.მისამართზე jobs@august.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფილიალის მენეჯერი)

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე