Робота для біженців з України
მანქანა-დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მანქანა-დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
შპს "რედ განეშ"-ი აცხადებს ვაკანსიას მანქანა-დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "რედ განეშ"-ი მზამზარეულის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დრო (შაბათი დასვენება).
** ადგილმდებარეობა: ზაჰესი, ავჭალის ქუჩა 43.
** ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები).
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარის ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა დადგენილი ტექნოლოგიური სტანდარტების და განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით;
** მანქანა-დანადგარების აწყობა, დაშლა, მომზადება და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ხორცპროდუქტების ფორმირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა;
** ფორმირებული პროდუქტების ხარისხის, ვიზუალის და აშ მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის მომზადება შეკვეთების რაოდენობის მიხედვით;
** დამზადებული პროდუქციის შესაბამის სამაცივრე სივრცეში გადატანა;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სანიტარული დამუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან პოზიციასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესად ჩაითვლება კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: office@mzamzareuli.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე