Робота для біженців з України
ბაღის აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაღის აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსი აცხადებს კონკურსს ბაღის აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია, დაინტერესებულ კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა;
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.

ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გრაფიკი: I - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; II - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კონკურსის ეტაპები:

** რეზიუმეებით მიღებული ინფორმაციით, მასწავლებლის/მასწავლებლის დამხმარის კვალიფიკაციის დადგენა და შესაბამისობის განსაზღვრა და გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრება;
** კანდიდატებისთვის გარემოს, პერსონალის, ორგანიზაციის ღირებულებებისა და კონცეფციის გაცნობა. კანდიდატის მიერ სამოდელო აქტივობა-თამაშის დაგეგმვა და ჩატარება.

მადლობა, თანამშრომლობისთვის

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ორივე მეილზე - navsajanishvili@greenschool.ge; Kindergarten@greenschool.org.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე