Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639906&print=yes&view=jobs
 
მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯორჯიან ფექიჯინგი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"შპს ჯორჯიან ფექიჯინგი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანია მდებარეობს ქ. თბილისში - დიდი დიღომი, არჩილ მეფის 1;

"შპს ჯორჯიან ფექიჯინგი " 2016 წლიდან აწარმოებს სურსათთან შემხებლობაში მყოფ, ქაღალდის შესაფუთ მასალას, ცხელი და ცივი სასმლის ჭიქებსა და სხვადასხვა სახეობის საკვების ყუთებს.

კომპანია მუშაობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კულტურის სტანდარტების შესაბამისად, დანერგილი აქვს არა ერთი საერთაშორისო სასერტიფიკაციო სტანდარტი.

მოვალეობები დეტალურად:

** მზა პროდუქციის მიღება, დათვლა წუნის გადარჩევა, შეფუთვა;
** მანქანა -დანადგართან ოპერირება, ოპერატორის დახმარება;
** სურსათის შესაფუთი მასალის სპეციფიკის ცოდნა;
** საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება;
** სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების უნარი;
** კომპანიის სტანდარტით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიულ ტექნიკური განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება, თუმცა კომპანია არ ზღუდავს კანდიდატებს, საქმის ადგილზე შესწავლის სურვილის შემთხვევაში;
** ტექნიკური აზროვნება, ერთფეროვნების ატანის უნარი;
** კორპორაციული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** უკონფლიქტო.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში NET: 1000 ₾-დან.

გასაუბრების ეტაპები:

** განაცხადების CV - ის გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება.
** ინტერვიუ-გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: teoolortkipanidze@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორის თანაშემწე. შერჩევის პროცესი გაგრძელდება 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

"შპს ჯორჯიან ფექიჯინგი " გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია