დასახელება:
ბიზნეს კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ლოიალტე
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (http://www.loialte.com.ge).
"Loialte" პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ "Loialte"-ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბიზნეს გეგმების მომზადება, რომელიც მოიცავს:
** დამკვეთის ბიზნესის შესწავლა, ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და ამის საფუძველზე ბაზრის ანალიზის მომზადება;
** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის მომზადება;
** ორგანიზაციის სტრუქტურის განსაზღვრა და მომზადება;
** ნებისმიერი სხვა ინფორმაციის დამუშავება და მომზადება, რაც რელევანტური იქნება დამკვეთის სფეროსთვის;
** რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
** განათლება ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური - სავალდებულო (სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
უნარები:
** ანალიტიკური უნარები;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივაციის მაღალი ხარისხი;
სამუშაო პირობები:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ani.baramidze@loialte.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბიზნეს კონსულტანტი", თქვენი სახელი და გვარი და ორგანიზაციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|