დასახელება:
სტაჟირება/კომუნიკაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლოიალტე
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
"Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს https://www.loialte.com.ge/
"Loialte" არის პირველი აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ " Loialte"- ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამის ბაზებთან ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთობის მართვა.
** შეხვედრების ორგანიზება, უზრუნველყოფა და მართვა.
** ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის, საჭიროებისამებრ.
** საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩანიშვნა.
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოს შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის მითითებით.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Microsoft, Word, Google)
** უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებს
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო პირობები:
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე.
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 12:00-17:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, გაზაფხულის ქ. N4
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე
ელ.ფოსტაზე: ani.baramidze@loialte.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კომუნიკაციების მენეჯერი" თქვენი სახელი და გვარი და ორგანიზაციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|